“არ მრცხვენია, 15 წლის წამოვედი სახლიდან… იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი”

4

თამო ვაშალომიძე სოფო ჯაფარიძის გადაცემის “მედგიდის” სტუმარი იყო, სადაც საკუთარ რთულ, თუმცა შთამაგონებელ ცხოვრებისეულ გზაზე გულახდილად ისაუბრა.

“მე დავიწყე ქვემო ხოდაშენიდან, სოფლიდან, სადაც დავიბადე და მოვედი აქამდე – საშუალო განათლება მაქვს, სამი სკოლა გამოვიცვალე, ათოსანი არ ვყოფილვარ და როდესაც ვუყურებდი ხოლმე ტელევიზორში ჩვენს წამყვანებს, ყოველთვის მინდოდა მეც მათ ადგილას ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იყო უბრალოდ სურვილი.

როცა მე სახლიდან წამოვედი, 15 წლის ვიყავი და დავიწყე მარტო ცხოვრება – ვფიქრობდი თავის გადარჩენაზე, მუშაობაზე. ჟურნალებში ვეძებდი ვაკანსიებს და ვნახე სამსახური, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემით შევიძინე თეფში, ჭიქა, ზეწარი, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ძალიან კარგი ემოციები იყო.

ადმინისტრატორი გავხდი სასტუმროში, რუსული არ ვიცოდი, მოვიტყუე. ორგან ვმუშაობდი. მერე მივხვდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა,  ჩემი მეგობრის დედას ქართულად დავაწერინე რუსული ტექსტები – “და“, “ხარაშო“ და ა.შ. არ მრცხვენია, ახლა კორეულადაც ვწერ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ყველა ენა ვიცი, მთავარია, მოვინდომო“, – ამბობს ვაშალომიძე.