“ასე მივიდა დღეს მათემატიკის გამოცდაზე გოგონა, რომელსაც გიგა ამზადებდა” – ეკა კუპატაძის ემოციური პოსტი
„ასე მივიდა დღეს მათემატიკის გამოცდაზე გოგონა, რომელსაც გიგა ამზადებდა ბოლო 3 წელი… – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე წერს და ფოტოს აქვეყნებს.
„როგორც აბიტურიენტს, სექტემბერში ვამზადებდი მე, ოქტომბერში სხვა მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან ერთად დარაჯობდა გიგას სიცოცხლეს… მერე კი გააგრძელა სხვა მასწავლებელთან…
წარმატებები ჩვენო უჭკვიანესო და ულამაზესო ანი!
გიგა ავალიანო, ამაყი ვარ, რომ ვარ შენი დედიკო!
გიგა ავალიანო, არ მოვკვდები თუ შენს სამართალს არ ვიპოვი!!!“,- წერს ეკა კუპატაძე.