“31ოქტომბერს მიიღებთ ცხვირში ღირსეული საჩხერლების მუშტს, თქვე ფარჩაკებო!”

3,702

ქართველი ემიგრანტი გერმანიაში ხათო ბარათაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საჩხერეში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ აქციას, რომელიც ნაცებმა საჩხერეში გამართეს.

საჩხერე ისეთი მუნიციპალიტეტია, ყველა ერთმანეთს რომ იცნობს, უამრავი მეგობარი მწერს, ძალიან ბევრი საჩხერელი გამოეხმაურა ამ აქციას, რადგან მათი ნაცნობი იქ არავინ იყო, ანუ ვერავინ იცვნეს.

საჩხერლებისთვის შეურაცხყოფელია გამართო აქცია, ჩაიყვანო სხვა რეგიონებიდან ხალხი და იძახო: საჩხერლები არიანო.. .

საჩხერლები ყოველთვის ამბობენ ღირსეულ სიტყვას და ირჩევენ ღირსეულ კანდიდატს, ახლაც ასე იქნება.

31ოქტომბერს მიიღებთ ცხვირში ღირსეული საჩხერლების მუშტს, თქვე ფარჩაკებო! რთულია იყო ზრდილობიანი, როცა საქმე ამ მკვლელებს და სისხლისმწოველებთან გაქვს!

კარგად მოუთმენიათ დღეს ჩემს საჩხერლებს ამათი აღვირახსნილობა და ისევ და ისევ ბ-ნ ბიძინას ხათრით.

რადგან ახლა არეულობა და დაძაბულობაა არც ბ-ნ ბიძინას სურს და არც ჩვენი მოსახლეობის გონიერ ნაწილს”-წერს ხათო ბარათაშვილი