“ხშირად მინახავს ზურა გულაჩუყებული, ცრემლიანი…“ – რას იხსენებს ხათუნა ჟორდანია

59

ცნობილი წყვილი მომღერალი ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ, სადაც ოჯახზე და რთულ ეტაპებზე ისაუბრეს:

„მე რომ ზურას გავყევი ცოლად დაიწყო ჩვენი პრობლემები, არა მარტო ოჯახური, არამედ ჯგუფისაც. მე ხშირად ვნახე ზურა გულაჩუყებული, ცრემლიანი. ერთ-ერთ ახალ წელს ჩვენს გაკეთებულ ფონოგრამაზე, „ქუჩის ბიჭების“ უკან ამღერებდნენ სხვა მომღერლებს. ზურა იჯდა სახლში და ამას უყურებდა“, – იხსენებს ხათუნა ჟორდანია.