კახა თარგამაძის ქალიშვილის და მისი რჩეულის გრანდიოზული ქორწილი

43

ბა­თუმ­ში გა­მარ­თუ­ლი მას­შტა­ბუ­რი სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა და მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

რო­გორც გა­ირ­კვა, ამ დღეს, გავ­ლე­ნი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლებ­მა იქორ­წი­ნეს. პა­ტარ­ძა­ლი სა­ლო­მე თარ­გა­მა­ძეა – სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, კახა თარ­გა­მა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი. სიძე კი ბიზ­ნეს­მენ ედ­ნარ პა­პუ­ნა­იშ­ვი­ლის ვაჟი, გიგა პა­პუ­ნა­იშ­ვი­ლი.

წყვი­ლის ჯვრის­წე­რის რი­ტუ­ა­ლი ბა­თუ­მის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შედ­გა და ის დე­კა­ნოზ­მა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ აღას­რუ­ლა. ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ნე­ფის მეჯ­ვა­რე­მაც – გიგა პა­პუ­ნა­იშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნა­მაც წვე­უ­ლე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ტე­რე­სი შეს­ძი­ნა.
სა­დღე­სას­წა­უ­ლო წვე­უ­ლე­ბას ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი­სა და მო­დის სფე­როს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე ეს­წრე­ბო­და. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ პა­ტარ­ძლის დე­დის, თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძის მე­გობ­რე­ბი, მო­დე­ლე­ბი ირი­ნა ონაშ­ვი­ლი და ლალი ტო­ტი­კაშ­ვი­ლი, ასე­ვე ტე­ლე­სა­ხე მა­დო­ნა კო­ი­ძე.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და – სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე წარ­დგნენ:

ლე­გენ­და­რუ­ლი იტა­ლი­უ­რი პოპ-ჯგუ­ფი Ricchi e Poveri, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი თა­მარ გვერდწი­თე­ლი; სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი “ერი­სი­ო­ნი“, რომ­ლის ტრა­დი­ცი­ულ­მა შეს­რუ­ლე­ბა­მაც სა­ღა­მოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუხ­ტი შეს­ძი­ნა.