“უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა ე.წ. მიშისტი იერარქების მოქმედებები”

340

სოსო მანჯავიძე ფეისბუქში წერს:

“უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა ე.წ. მიშისტი იერარქების მოქმედებები..
ადამიანები რომლებსაც პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის უმსგავსობებზე და ფარისევლურად ამართლებდნენ ამას “პოლიტიკაში ეკლესიის ჩაურევლობის” არგუმენტით, დღეს თავიან -მიტრიანად გადაეშვნენ პოლიტიკაში და ეკა კვესიტაძის, ნიკა გვარამიას და მსგავსთა მათთა უსაყვარლესი რესპოდენტები გახდნენ.

საოცრებათა საოცრება და ამ იერარქების საკუთარ სტატუსთან სრული შეუსაბამობის დასტურია ის, რომ ესენი “სიმართლეს” ტყუილის, დეზინფორმაციის და მიკერძოებულობის იმ კანტორებში “ეძებენ,” რომელსაც თავის დროზე საინფორმაციო შხამების ფაბრიკები დავარქვი და რომლებზეც ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს მყარი ალერგიული რეაქცია აქვს.

მათი მოტივი გასაგებია-ესენი მიშისტები არიან, ზოგს მიშას სურათი ეკიდა კაბინეტში და კვლავ დაკიდებაზე ოცნებობს, როგორც მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, აგერ მეუფე ვახტანგმა- უკეთესი ხელისუფლება როცა მოვაო და უკეთესში, ცხადია, მისი სათაყვანებელი მიხეილი იგულისხმა, აკი მისი სიძე, ზონდერი უდესიანი სულ ადამიანთა უფლებების დაცვით იყო დაკავებული, ისე კი არ იყო საქმე.

ახლა დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებულ უდანაშაულო ილიჩოვას და მელაშვილს რომ აწამებენ. არც მეუფე მელქისედეკი ცხრება და ამისთვის უამრავ თბილ სიტყვებს ტყორცნის ქრისტიანობის ბურჯი ეკა კვესიტაძე, რომელიც აღფრთოვანებულია მეუფის პროგრესულობითა და პროდასავლურობით.

არადა, მოტივიც მარტივია და გათვლაც. ერთის მხრივ, ზემოთაღნიშნული პერსონები სრულიად ურცხვად სარგებლობენ მოწიწებითა და ხელშეუვალობით, რომელიც მათი სტატუსის გამო აქვთ.

მეორეს მხრივ, და ამ სტატუსის გამოყენებით, ცდილობენ გააღვივონ თანაგრძნობა და აპრიორი უდანაშაულოდ გამოაცხადონ მელაშვილი და ილიჩოვა.

ამ მოქმედებების მოტივი კი ნათელზე ნათელია – დავით- გარეჯის საქმე, რომელიც არის ღალატის ქრესტომათიული შემთხვევა, მთლიანად ანგრევს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას, რაზეც ეს პერსონები სასოებენ.
პარადოქსების ქვეყანა ვართ, ამ საეკლესიო იერარქებს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილის დაკარგვის საფრთხე კი არ აწუხებთ, არამედ ამ საფრთხის თავიდან აცილებისკენ მიმართულ ქმედებებს აპროტესტებენ,

მართლაც ცხვრის ტყავში გახვეული მგლები არიან ესენი. ნამდვილი ყანდურები.
კიდევ ერთხელ მახსენდება დიდი დავით აღმაშენებელი და რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.

ისიც გასაგები ხდება მორიგჯერ, თუ რატომ გახდა აუცილებელი უღირსთა განკვეთა.
აქ არაფერ შუაში არ არის ვისი მხარდამჭერია ადამიანი პოლიტიკურად-ვისიც გინდა იყავი, პარტიები კი გვყავს ბლომად, ოღონდ ამ ყველაფრის მემდეგ, რაც ამ გარეწრებმა ამ ქვეყანას თავს დაატეხეს და დავით-გარეჯის თვალსაჩინო ღალატის შემხედვარე- ამ სექტის მხარდაჭერა დანაშაულია.

არ მიხარია, რასაც ვწერ, უბრალოდ უკვე შეუძლებელია ამ უმსგავსობის მოთმენა.
თავის თავს დააბრალონ, რასაც იმკიან და მოიმკიან, მათივე კისერზეა მათი ცოდვა.”- ამბობს სოსო მანჯავიძე.