თამო ვაშალომიძე მონაკოში იმყოფება, საიდანაც მიმართვას ავრცელებს.
“რა ვერ მორჩა ეს ქალი ამ დრამებს“ – კომენტარები წავიკითხე. არადა, არც მე არ მინდა. ახლა, აი, სწორედ ახლა, როგორც ვარ – ორი დღით შვებულება ავიღე და მინდა, უბრალოდ დავისვენო… სადაც ვარ, მონაკოში ვარ და მინდა, რაღაც ისეთი ლაღი ვლოგები ჩავწერო. არ მინდა ეს დეპრესიული, „ცუდად ვარ“ მდგომარეობა და მსგავსი რაღაცები… მაგრამ იმდენი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში, მეხივით დამეცა ყველაფერი.
თქვენს ყველა კომენტარს ვკითხულობ. არც მე მინდა დრამატული ცხოვრება, მართლა არ მინდა დრამები. ჯერ ერთი, ყველას თქვენ-თქვენი ცხოვრება გაქვთ და არ მინდა, ჩემით იყოთ დატვირთულები, ჩემი ნეგატივი მოგახვიოთ თავს, ხომ? ანუ, რაში მჭირდება? მაგრამ, თუ დააკვირდებით, მეგონა, ყველაფერი დალაგდა-მეთქი და უცბად, გაღვიძებისთანავე – მაინც რაღაც ხდება…
მერე შევდივარ ხოლმე და თქვენს კომენტარებს ვკითხულობ. შეიძლება ასეთ რაღაცებს არ გიზიარებთ, მაგრამ როცა რაღაც მოხდება, ვზივარ ხოლმე ასე და ვფიქრობ: „ღმერთო, ახლა რა გავაკეთო? მოდი, უბრალოდ გამოიღე პატჩები, დაიკარი თვალებზე და რუტინა ჩაწერე. უბრალოდ გააკეთე ის, რასაც აკეთებ“.
ბევრი მეუბნებით, იმ კომენტარებს ნუ უყურებო. როგორ არ უნდა ვუყურო თქვენს კომენტარებს? ამ 1 წლის განმავლობაში ისე იდექით ჩემ გვერდით, როდესაც… ნახეთ, მე მეგონა, რამდენი ადამიანი იყო ჩემ გვერდით, მეგობრები, შვილები, ყველაზე ახლობლები, ნათესავები… ანუ, ყველაფერი განულდა, არავინ აღარ არის.
და დარჩით ჩემი შვილები, ჩემი კომპანია და თქვენ, ქალებო. ამ ბოლო დღეების ყველაფერი, რაც იყო… ჩემი წინა, სექტემბრის პერიოდი რაც იყო, იმდენად თქვენ გადამალახინეთ, რომ კი, მე ვალდებულიც ვარ, რომ თქვენი კომენტარები, თქვენი შეხედულებები, თქვენი ნდობა და სიყვარული ხელის გულზე დავისვა და გავუფრთხილდე. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩემი ნათესავებიც, დაქალებიც და ყველაფერიც.
თუ რამე შემეძლება, მე ყოველთვის თქვენ, ქალებს ამოგიდგებით მხარში. სიამოვნებით, ყოველთვის გვერდით დაგიდგებით. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა! მართლა, ამდენს იმიტომ ვწერდი, რომ არ მინდა დრამა, არც მე მინდა დრამატული ცხოვრება. მინდა, ლაღად ვიყო. ყველას ჩვენ-ჩვენი დრამა გვაქვს ცხოვრებაში და არ მინდა, ჩემი თავს მოგახვიოთ.
არ გეგონოთ, რომ სპეციალურად ვადრამატებ. პირიქით, ვცდილობ, ძალიან ნეიტრალური ვიყო. უბრალოდ, მინდოდა მადლობა გადამეხადა. მადლობის ვიდეო უნდა ჩამეწერა. უდიდეს მადლობას გიხდით და მე, ქალებო, თქვენს კომენტარებს ვუყურებ… არ შემიძლია თქვენი იგნორირება – ნუ, ჰეითერების გარდა.
მე ყველა კომენტარს ვაფასებ. შეიძლება შენს ნათესავებსა და ოჯახის წევრებს, ვისიც გეგონა, რომ შენი ყველაფერი იყვნენ, არ ადარდებდე და სხვა ადამიანების ასეთ სიყვარულს, რა თქმა უნდა, ასე დასვამ და გაუფრთხილდები.
მიყვარხართ და მადლობას გიხდით თითოეული სიყვარულისთვის, კომენტარისთვის, გვერდში დგომისთვის, ჩემი კომპანიის მხარდაჭერისთვის, ჩემი შვილებისთვის – ჩემი ყველაფრისთვის! უდიდეს მადლობას გიხდით. მადლობა, მიყვარხართ!” – ამბობს თამო.