კორონავირუსთან მებრძოლი ექიმის ცეკვამ ინტერნეტი დაიპყრო

314

ინდოელი ექიმი აროპ სენაპატი თვეებია, რაც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შიშისა და ვირუსთან ბრძოლისა გართობა სტრესის მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა. როგორც ჩანს ეს ექიმმაც კარგად იცის, მან პაციენტების გამხიარულება გადაწყვიტა და ერთ-ერთის პალატაში სპეცფორმით აღჭურვილმა იცეკვა.

ეს ვიდეო იმდენად პოზიტიური და სახასიათო აღმოჩნდა, რომ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.

კორონავირუსთან მებრძოლმა ექიმმა კი შეძლო პაციენტების გულების გახარება და ცოტა ხნით დაავიწყა პანდემიის რთული პერიოდი.