“კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, ემმი სულაბერიძე” – ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მესამე შვილის მშობლები გახდნენ
მოდელი, მის საქართველო, ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე მესამე შვილის მშობლები გახდნენ.
“კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, ემმი სულაბერიძე. მიყვარხარ და მარად ვიქნები შენი მადლიერი, ჯანეტ”, – წერს ნოე სულაბერიძე “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში და საზოგადოებას ოჯახურ ფოტოს უზიარებს.