“ძალიან მიყვარხარ, მა”

285

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე მამის მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ბავშვობის წლებს იხსენებს.

“მახსოვს, ბავშვობაში თითქმის ვერ ვხედავდი მამაჩემს, ქარხანაში მუშაობდა და, ფაქტობრივად, ღამისთევით იყო იქ…
იშვიათ შემთხვევაში, როცა თავისუფლდებოდა, გვიან ღამით მივყავდი სასეირნოდ, ბევრს მელაპარაკებოდა. ახლაც თითქმის ზეპირად მახსოვს მისი სიტყვები.
ბოლოს ჩვენი გასეირნება სრულდებოდა ერთ-ერთ შენობასთან, შემაღლებულ ადგილას შემომსვამდა და რომ გავერთე, მეუბნებოდა  – გადმოხტი, დაგიჭერო. ზუსტად ასე, ხელგაშლილი დგებოდა და მიჭერდა. მახსოვს ის შეგრძნება, რაც მაშინ პატარას მქონდა – რომ უსაფრთხოდ ვარ..
დღესაც ასე დამადგა თავზე მიუხედავად იმისა, რომ ვეხვეწე, არ გამოხვიდე სახლიდან-თქო, მაინც მოვიდა, რომ ვენახე და ეთქვა, რომ უსაფრთხოდ ვარ.

ალბათ, მშობლის ყველაზე დიდი მისია შვილის მიმართ სწორედ ამ უსაფრთხოების შექმაა, რომელსაც არ სჭირდება არაფერი განსაკუთრებული, გარდა, სიყვარულისა.
ძალიან მიყვარხარ, მა” – წერს ნინო წილოსანი.