კარლოტა ელენას დაბადების დღე და ფოტოები ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად

33

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას წყვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარლოტა სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს გამომწერებს ოჯახურ და ყოველდღიურ კადრებს.

ამჯერად მან ინსტაგრამზე საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული კადრებია.

„3 აგვისტოს გუნდური ვახშამი ნიშნავს კარლოს გუნდის ვახშამს. საუკეთესო ადამიანები, ვინც კი ამ ქალაქს ოდესმე უნახავს“, – წერს კარლოტა ფოტოების აღწერაში.

დაბადების დღის ვახშამი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ კარლოტამ განსაკუთრებული დღე ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა.