“ რატო არავის გიჩნდებათ ის კითხვა თუ რატო იზრდებოდა მამიდასთან ან რატო დაბრუნდა თურქეთიდან ჩამოსული ისევ მამიდასთან”
რამდენიმე წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის მამიდაშვილი მიმართვას ავრცელებს.
”პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ჩვენი ტრაგედიის ასე გულთან ახლოს მიტანისთვის. ამავდროულად მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ უსაფუძლო და მახინჯი კომენტარებისგან. ადამიანს, რომელსაც გადაუარეთ დედაჩემია, ნინო დადიანიძე. ვერ ვხვდები როგორ შეგიძლიათ ასე უტიფრად ცილი დასწამოთ და შეურაცხყოთ როცა წარმოდგენა არ გაქვთ როგორი პიროვნება ნინო. ქალი, რომელმაც საკუთარი ძმიშვილი 9 წლის ასაკიდან გაზარდა, უპატრონა ისე როგორც საკუთარს, რაპირი გიტრიალდებათ და რა გალაპარაკებთ ამდენ სისულელეს. აყოლილები ხართ “სცენარისტებს” , რომლებიც ისე ქმნიან სიტუაციას როგორც აწყობთ თავისი ფოლოვერების ლაიქების და აუდიტორიის მოსამატებლად. ვინმე თუ საჯაროდ არ ტირის ეგ იმას არ ნიშნავს რო მას გული არ შესტკივა. დავიჯერო თქვენ უფრო განიცდით გურიკას დაკარგვას ვიდრე თავისი ოჯახი? განსაკუთრებით კი თავისი მამიდა, რომელიც დედის როლს ასრულებდა ამ წლების მანძილზე ჩემი დაკარგული ბიძაშვილისთვის.
რატო არავის გიჩნდებათ ის კითხვა თუ რატო იზრდებოდა მამიდასთან ან რატო დაბრუნდა თურქეთიდან ჩამოსული ისევ მამიდასთან? თუ ასეთი ცუდი მამიდა ჰყავდა ისევ მასთამ რატო მივიდა?? სად იყო დედამისი?
თუ ნინო დადიანიძე ამ ყველაფერზე საჯაროდ არ ლაპარაკობს ამასაც თავისი ახსნა აქვს და ყველაფერს რო თავი დავანებოთ არავის მიმართ ვალდებული არ არის რამე აუხსნას გარდა პროკურატურისა.
რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენება არაერთხელ აქვს მიცემული ამ 12 წლის მანძილზე და აქტიურად თანამშრომლობს. თაიას თქმით უარს ამბობდა ნინო ადვოკატთან შეხვედრაზე, რაც აბსურდია. მას არასოდეს არ უთქვამს უარი და ვიდეოშიც იძახდა რო შეხვდებოდა ადვოკატსაც და გამომძიებელსაც.
წინასწარი დასკვნებისგან კი თავი შეიკავეთ და დაელოდეთ გამოძიებას”-წერს თათული არხოშაშვილი.

