“ბანკიდან შენ ფულს არავინ გამოგატანს და რამდენიმე ცალი ხაჭაპური გამოიყოლეო”

320
ზუგდიდში 2 დღის წინ ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან იუმორისტული შეფასებებიც მოჰყვა. მსგავსი შინაარსის პოსტები და კომენტარები განსაკუთრებით სოციალურ ქსელშია აქტუალური. ერთი-ერთი ასეთი პოსტი დღეს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმაც დაწერა. ირაკლი ოქრუაშვილი ხვალ ზუგდიდში წასვლას აანონსებს და წერს, რომ მას სახლიდან ბანკის გვერდით საცხობიდან ხაჭაპურების ჩამოტანა დააბარეს.
“ხვალ ზუგდიდში მივდივარ და სახლში ვეკითხები, რომ დავბრუნდები რამე ხომ არ წამოგიღოთ-მეთქი.
საქართველოს ბანკიდან შენ ფულს არავინ გამოგატანს და მაგის გვერდზე ისეთი ხაჭაპური ცხვება, მესამე დღეა მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობს და რამდენიმე ცალი გამოიყოლეო” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.