“სწავლას ვიწყებდით ნულიდან და ერთი წლის შემდეგ მარიამი ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა ჩარიცხულიყო”
თეა გვასალია სოციალურ ქსელში მისი მოსწავლის წარმატების შესახებ წერს.
”ამჯერად ჩემი მოსწავლის წარმატებით უნდა ვიამაყო, რაც ჩემი შვილების მიღწევებზე არანაკლებად მიხარია ხოლმე. ეს უსაყვარლესი და უნიჭიერესი გოგო მარიამ სანაიაა. ძალიან რომ მიყვარს, ისეთმა მეგობარმა მთხოვა მისი მიღება და ძლივს მოვუძებნე ადგილი შარშან მაისში. მიზანი გვქონდა რთული, მაგრამ საინტერესო. სწავლას ვიწყებდით ნულიდან და ერთი წლის შემდეგ მარიამი ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა ჩარიცხულიყო. თვითონ კი მეუბნება თქვენი დამსახურებააო, მაგრამ რომ არა მისი ნიჭი, წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა და თავგადაკლული მეცადინეობა, ვერც SIELE-ს ჩააბარებდა B2 -სა და C1 -ზე და ვერც ხსენებული უნივერსიტეტის დიზაინისა და კრეატიული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მოხვდებოდა. თან ეს მოდელის გარეგნობის გოგო ყველაფერში ისეთი ნიჭიერია, რომ უკვე ვტკბები იმის წარმოდგენით, თუ როგორ გვასახელებს ესპანეთში🇬🇪🇪🇸.”

Screenshot