“ქალმა ეგრევე სადეზინფექციო წყალი გააძრო და შემასხა“

343

„ლიფტში ვზივარ, გაიღო კიდევ ერთ სართულზე და ქალმა ეგრევე სადეზინფექციო წყალი გააძრო და შემასხა“,- ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„კოვიდი და მე:

იმ დღეს ჩემი უბნის მაღაზიაში გაფითრებული გოგონა მეკითხება: თქვენ რომ შემოდიხართ აქ, არ ხართ გადამდებიო?

ავუხსენი. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ გაიგო.

ზოგი, პირიქით, მეხუტება, როგორც ყველაზე უსაფრთხო ადამიანს ამ ეპიდემიის დროს. ზედ მახველებენ და თან იციანიან. ვატყობ ბოლოს ღორის გრიპის დღიურებს დავწერ.

აი, ზოგიერთი ჩემი მეზობელი თავს მარიდებს.

ზოგმა პლაზმა მთხოვა. ძალიან უნდათ, რომ ბევრი გადაისხან რომ კორონა არასდროს დაემართოთ. არც კიბო. არც ჩუტყვავილა. არც ღორის და ქათმის გრიპი. არც შავი ჭირი. და არც შეყვარებული დაკარგონ.

მაგრამ ასეთს არ ვიფიქრებდი: ლიფტში ვზივარ. გაიღო კიდევ ერთ სართულზე. და დაბნეულმა ქალმა ეგრევე სადეზინფექციო წყალი გააძრო და შემასხა.

უცებ ავღელდიო“,- წერს ვიკა ბუკია.