ლიკა ქავჟარაძე დღეს 61 წლის გახდებოდა

1,079

ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე დღეს 61 წლის გახდებოდა. შემსრულებლის დებიუტი პირველად 12 წლის ასაკში შედგა, როდესაც ის 1972 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმ “შადრევანში” გადაიღეს.

კინოინდუსტრიაში შესრულებული ათეულობით როლის მიუხედავად ლიკამ განსაკუთრებული აღიარება თენგიზ აბულაძის ფილმში “ნატვრის ხე” შესრულებული როლით მოიპოვა. მისი პროფესიული საქმიანობა არ იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ყველას ყურადღებას იპყრობდა, 1987 წელს ლიკა ქავჟარაძე ფრანგულმა პრესამ კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში მონიკა ვიტის შეადარა. ლიკა 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.