“შოკში ვიყავი, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს“ – რა უთხრა ირაკლი ფირცხალავას ყოფილმა ცოლმა, როცა გაიგო, რომ მომღერლის საყვარელი ორსულად იყო
რუსი მომღერლის, ირაკლი ფირცხალავას პირად ცხოვრებაში მომხდარმა სკანდალმა მის ყოფილ მეუღლესთან, ელენა გრებენშჩიკოვასთან ურთიერთობა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წლების წინ დაშორდა, ელენამ მომღერალს მხარი დაუჭირა, როდესაც ახალგაზრდა მოდელმა, კატია ლუკიანოვამ, ფირცხალავასთან რომანის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ფირცხალავასგან შვილს ელოდებოდა.
მისი თქმით, იმ დროისთვის ისინი უკვე მეგობრულად იყვნენ დაშორებულები და ორივე საკუთარ ცხოვრებას აგრძელებდა. თუმცა, სატელევიზიო შოუ – “სიყვარულზე ფსონიs“ სცენარის გამო, დაშორების შესახებ საჯაროდ საუბარს ვერ ახერხებდნენ.
“ეს გოგო (ყოფილი საყვარელი) მას იმიტომ დაუპირისპირდა, რომ აჟიოტაჟი სურდა. იმ დროს მონტენეგროში ვისვენებდი და ჩემი ცხოვრებით ვტკბებოდი. დილის ხუთ საათზე გამეღვიძა, ინსტაგრამის პირად შეტყობინებებში შევედი და ეს ამბავი დამხვდა. შოკში ვიყავი, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. მივხვდი, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა როგორც შოუს, ასევე ჩვენ. მასზე გაბრაზებულიც ვიყავი“, – იხსენებს ელენა.
ელენა ამბობს, რომ შეეძლო მომხდარზე სრულიად განსხვავებული რეაქცია ჰქონოდა, თუმცა ყოფილ მეუღლესთან ერთად იმდენი რამ ჰქონდა გავლილი, რომ პირადი პრობლემების საჯარო დაპირისპირებად ქცევა არ სურდა.
“ყველა ის ქალი, რომელმაც თავიდან გამომიწერა, ჩემგან, როგორც ირაკლი ყოფილი ცოლისგან ელოდა, რომ მას დავგმობდი და დავიტანჯებოდი. შემეძლო თავი მიტოვებულ, უბედურ ქალად წარმომეჩინა და ეს ისტორია დიდხანს გამეგრძელებინა. მაგრამ ჩვენს ოჯახში ასე არასდროს ვიქცევით – ცოტა იტალიელებივით ვართ“, – ამბობს ელენა.
მისი თქმით, როდესაც დაინახა, რომ სკანდალის გამო ირაკლის მძიმე პერიოდი დაუდგა, გადაწყვიტა, მისთვის მხარი დაეჭირა.
“ირაკლი გასტროლებზე იყო. მივხვდი, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ ამხედრდა. უბრალოდ ვუთხარი: “ჯანდაბას, შენს პატარას გავზრდით!“ ამის შემდეგ კიდევ უფრო დავმეგობრდით“, – იხსენებს მომღერლის ყოფილი მეუღლე.