მომღერალ სოფო ბედიას და მიშა მესხის ქორწინებიდან 7 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, სოფომ სოციალურ ქსელში, ქმართან ერთად გადაღებული, ბედნიერი მომენტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
„7 წელია ერთად ვართ. საინტერესოდ გავიდა … თავისი ბედნიერებებით, სიხარულით, ხან სევდით და ტკივილით! იდეალური არავინააა! მინდა ისეთივენი დავრჩეთ, როგორიც ეხლა ვართ… ცოტა გიჟები (ნუ, ვისთვის როგორ… ) „ბედნიერება წვრილმანებშია“ (ოღონდ ამის დანახვა როცა შეგიძლია) აღარ ვწერ საჯაროდ ბევრს და არც თვალის ცემის მეშინია, მინდა ძალიან ბევრი წელი ვიყოთ ბედნიერები! გილოცავ ბუც მიყვარხარ“, – წერს სოფო ბედია.