ქენდალ ჯენერი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა რეალითი შოუს, The Kardashians-ის ახალ ეპიზოდში, მოდელმა კარა დელევინთან მეგობრობასა და მათ ურთიერთობაზე გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.
ჯენერმა ხუმრობით აღნიშნა, რომ შესაძლოა, ქალებთან ურთიერთობა უფრო მარტივი იყოს, რადგან, მისი თქმით, “კაცები საზიზღრები არიან“.
ჯენერმა გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ გაეცა პასუხი წლების განმავლობაში გავრცელებული ჭორებისთვის, თითქოს მას და ბრიტანელ მოდელს, კარა დელევინის რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ.
“იცით, ამაზე უნდა ვისაუბროთ. დღემდე ჰგონიათ, რომ ლესბოსელი ვარ, რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ასე არ არის და მგონია, შენ ყველაზე უკეთ იცი ეს“, – უთხრა ჯენერმა მეგობარს.
დელევინმა მისი სიტყვები დაადასტურა და აღნიშნა, რომ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ქენდალის პირადი ცხოვრება.
თუმცა საუბარი ამით არ დასრულებულა. ჯენერმა მოულოდნელად ისიც აღიარა, რომ ქალთან ურთიერთობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს:
“სხვათა შორის, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, გოგოსთანაც გამეტარებინა დრო. ვფიქრობ, ლესბოსელობა შეიძლება სახალისო, შესანიშნავი და, შესაძლოა, უფრო მარტივიც იყოს. არ ვიცი, კაცები საზიზღრები არიან“, – ხუმრობით განაცხადა მოდელმა.
ჯენერმა იქვე განმარტა, რომ ქალების მიმართ სექსუალური მიზიდულობა არასდროს უგრძნია და კარა დელევინთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება.
“კარასთან სექსუალური ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ქალებთან სექსუალური ურთიერთობის სურვილი არასდროს მქონია“, აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ქენდალ ჯენერს ამჟამად მსახიობ ჯეიკობ ელორდისთან აქვს რომანტიკული ურთიერთობა.