ულამაზესი დები – ია და მარინა ფარულავები: ია ფარულავა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

6

ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად მან გამომწერებს ოჯახური კადრები გაუზიარა, სადაც დასთან, მარინა ფარულავასთან ერთადაა გადაღებული.

ია ფარულავას საზოგადოება უკვე არაერთი წელია, კარგად იცნობს. მისი ხმაურიანი პირადი ცხოვრება თუ კარიერა ადრეულ ასაკშივე გახდა განხილვის საგანი და აქტუალობას დღემდე არ კარგავს – ის სასურველი და რეიტინგული სტუმარია ყველა შოუსთვის.

ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა. 

ია ფარულავას მამა ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ოთარ ფარულავაა. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს. ოთარსა და მედეას ქალიშვილი, მარინა ფარულავა შეეძინათ. მარინა დედის გზას აგრძელებს – მან კონსერვატორია დაამთავრა და სხვადასხვა დროს თბილისისა და ქუთაისი ოპერისა და ბალეტის თეატრების მომღერალი იყო. 

მარინა, ცნობილი დისგან განსხვავებით, ტელეეკრანებზე იშვიათად ჩნდება, არ გამოირჩევა არც სოციალურ ქსელში აქტიურობით. რამდენიმე წლის წინ მასთან ერთად გადაღებული ფოტო ია ფარულავამ გამოაქვეყნა: “დები ….ჩემი ასაკი კი იცით, აბა, მარინასი გამოიცანით”, – წერდა მაშინ მსახიობი.