“მთელი სამეგობრო ჩემს ცელულიტს არჩევდა მინდა, ერთი რამ აგიხსნათ…“

5

მომ­ღე­რალ­მა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მაპოდ­კას­ტში “Beauty Talks” სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტებ­ზე, ასაკ­თან ერ­თად გა­რეგ­ნო­ბის ცვლი­ლე­ბებ­სა და ქა­ლე­ბის გა­რეგ­ნო­ბის მი­მართ არ­სე­ბულ მო­ლო­დი­ნებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბა იც­ვლე­ბა და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

“ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ასე უთ­ქვამ­თო: ერთ-ერთ შო­უ­ში ფეხი ფეხ­ზე მქონ­და გა­და­დე­ბუ­ლი, და­მი­ნა­ხეს და შემ­დეგ მთე­ლი სა­მე­გობ­რო ჩემს გა­რეგ­ნო­ბას არ­ჩევ­და — რო­გო­რი თხე­ლია ნინი, მაგ­რამ იმა­საც ჰქო­ნია ცე­ლუ­ლი­ტიო.

ასე­ვე გა­მი­გია კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ ასა­კი და­მე­ტყო, ნა­ო­ჭე­ბი მაქვს და ძა­ლი­ან გავ­ხდი.

ბუ­ნებ­რი­ვია, 40 წლის ასაკ­ში ვერ ვიქ­ნე­ბი ისე­თი, რო­გო­რიც 20 წლის ვი­ყა­ვი. მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ: ადრე რა ლა­მა­ზი იყო, ახლა კი უკვე აღარ ჰქვია ლა­მა­ზი, უბ­რა­ლოდ კარ­გი გო­გო­აო.

მე არ მაქვს პრე­ტენ­ზია სი­ლა­მა­ზე­ზე, თუმ­ცა მინ­და, ერთი რამ აგიხ­სნათ: ცხი­მო­ვა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბა სა­ხე­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ისე­თი სახე, რო­გო­რიც გახ­სოვ­დათ, მა­შინ მეტი ცხი­მი მქონ­და და სა­ხე­ზეც ცხი­მო­ვა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რი იყო.” – ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.