ქართული დიზაინი ევროპულ სამეფო ქორწილში – ვინ შემოსა ლიხტენშტეინის პრინცესა და მისი რჩეული

2

ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი მისი ძმი­სა და ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტას საქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ის შე­სა­ხებ წერს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი წერს, ქორ­წი­ლის და­გეგ­მვის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე მა­რია-იმა­კუ­ლა­ტას სურ­ვი­ლი იყო, რომ მისი სა­ქორ­წი­ნო კაბა ქარ­თულ ბრენ­დს შე­ექ­მნა.
“ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტას სა­ქორ­წი­ნო კაბა ქარ­თულ­მა მო­დის სახ­ლმა “მა­რი­ო­ნე­ლამ” შექ­მნა. ქორ­წი­ლის და­გეგ­მვის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე მა­რია-იმა­კუ­ლა­ტას სურ­ვი­ლი იყო, მისი სა­ქორ­წი­ნო კაბა ქარ­თულ ბრენ­დს შე­ექ­მნა.

დი­ზა­ინს უნდა გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა, ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ფო სა­ქორ­წი­ნო ტრა­დი­ცი­ე­ბის ელე­გან­ტუ­რო­ბა და საგ­ვა­რე­უ­ლო დი­ა­დე­მის სტი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ჰარ­მო­ნი­უ­ლად უნდა შერ­წყმო­და ქარ­თულ ეროვ­ნულ სა­მოსს “ჩო­ხას”.
პა­ტარ­ძალს ამ­შვე­ნებ­და საგ­ვა­რე­უ­ლო “ფარ­შე­ვან­გის“ დი­ა­დე­მა, რო­მე­ლიც ერთი სა­უ­კუ­ნის წინ 1926 წელს შე­იქ­მნა. იგი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია არტდე­კოს სტილ­ში ფარ­შე­ვან­გის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით.
ჯვრის­წე­რი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ჩემი და იო­ა­ნეს ქორ­წი­ლის­თვის შექ­მნი­ლი ჯვრის­წე­რის გვირ­გვი­ნე­ბი, რო­მელ­თა დი­ზა­ი­ნი შთა­გო­ნე­ბუ­ლია თა­მარ მე­ფის ფრეს­კით. გვირ­გვი­ნებ­ზე უფ­ლი­სა და ღვთის­მშობ­ლის მი­ნან­ქრის ხა­ტებ­თან ერ­თად გა­მო­სა­ხუ­ლია 12 ჯვა­რი, ქრის­ტეს მო­ცი­ქუ­ლე­ბი­სა და სვე­ტი­ცხოვ­ლის სიმ­ბო­ლი­კით.

ზუ­რაბს და ჩვენს ბაგ­რატს “სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის” ქარ­თუ­ლი ჩო­ხე­ბი ემო­სათ, ბაგ­რა­ტი და ჩემი დის­შვი­ლი ნი­კო­ლო­ზი ცე­რე­მო­ნი­ის “პა­ტა­რა მა­ხა­რობ­ლე­ბი” იყ­ვნენ და პრინ­ცე­სას ტა­ძარ­ში შეს­ვლი­სას წინ მი­უ­ძღოდ­ნენ.
ამ დღემ გა­ა­ერ­თი­ა­ნა ქარ­თუ­ლი დი­ზა­ი­ნი, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ევ­რო­პუ­ლი ელე­გან­ტუ­რო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო “მა­რი­ო­ნე­ლას“ შე­სა­ნიშ­ნავ გუნდს და “სა­მო­სე­ლი პირ­ველს“, რომ­ლებ­მაც ამ დღეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ულა­მა­ზე­სად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.” – წერს ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.