“ბედნიერი ვიყავი, რომ ვიპოვე… მეგონა, ბავშვის ნაწილი იყო, ყველაფერი ვიყიდე, რომ მიწისთვის მიმებარებინა”

3

მუ­სი­კო­სი და პო­ე­ტი გელა და­ი­ა­უ­რი თაია გამ­თე­ნა­ძის პოდ­კასტს “შენი ამ­ბა­ვი“ სტუმ­რობ­და. მან პირ­ველ მე­უღ­ლე­ზე, მომ­ღე­რალ თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვილ­ზე, მათი ერ­თად ცხოვ­რე­ბის წლებ­სა და ტრა­გე­დი­ა­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­მაც 16 წლის წინ მისი ოჯა­ხი და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

გელა და­ი­ა­უ­რის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა თე­ო­ნას ძი­რი­თა­დად, რო­გორც მომ­ღე­რალს იც­ნობს, თუმ­ცა მისი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა არა­ფე­რი იცის.
“არ­სე­ბობს წარ­მოდ­გე­ნა თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვილ­ზე, რო­გორც დიდ მომ­ღე­რალ­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა იც­ნობს მას, რო­გორც დე­დას, რო­გორც ქალს. ხში­რად ვი­მე­ო­რებ, თე­ო­ნა თა­ვის დიდ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე მი­ლი­ონ­ჯერ დიდი ადა­მი­ა­ნი იყო. ასე­თი ადა­მი­ა­ნი მე არ შემ­ხვედ­რია ცხოვ­რე­ბა­ში. რო­გორ შე­ეძ­ლო სი­კე­თის კე­თე­ბა… მა­ღა­ზი­ა­ში რომ შე­ვი­დო­დით, მე­ზო­ბელს ბევ­რი შვი­ლი ჰყავს და იმა­თაც ხომ უნდა ვუ­ყი­დოო, ამ­ბობ­და“, – იხ­სე­ნებს გელა და­ი­ა­უ­რი.
მისი თქმით, და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე თე­ო­ნა­სა და მის ბი­ძაშ­ვილს მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა­ზეც უფიქ­რი­ათ. თე­ო­ნას მო­ნაზვნად აღ­კვე­ცის სურ­ვი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა ამის­თვის მო­ძღვრის თან­ხმო­ბა იყო სა­ჭი­რო.
“სა­ერ­თო ჯამ­ში, სამი წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად, სამ წე­ლი­წადსაც ვერა. უცებ ვიგ­რძე­ნი, რომ ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა­ფე­რი მი­ხა­რო­და გარ­შე­მო, რაც ხდე­ბო­და – ყო­ვე­ლი წამი, ყო­ვე­ლი წუთი“ – ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

გა­და­ცე­მა­ში გელა და­ი­ა­ურ­მა მის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ეპი­ზო­დი გა­იხ­სე­ნა.

2010 წლის 22 ივ­ლისს, მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­საც იხ­სე­ნებს. იმ დღეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 10 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გზი­დან გა­და­ვარ­და. ტრა­გე­დი­ას შვი­დი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მათ შო­რის იყ­ვნენ თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი, ასე­ვე მომ­ღერ­ლის და – ნა­თია.
ავა­რი­ას ემსხვერ­პლნენ გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი მა­მუ­კაც. ტრა­გე­დი­ას გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მათი მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­და­ურჩნენ.
“დიდი ხა­ნია, ამ თე­მა­ზე არ მი­სა­უბ­რია. ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი უნდა მი­ა­ბა­რო სა­ლო­ცავს. ჩვენ­თან არის მუ­ცოს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ლო­ცა­ვი და დღე­ო­ბა­ზე წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. ჩემს მეჯ­ვა­რეს­თან, ბერ­დია არა­ბულ­თან ერ­თად წა­ვე­დით. პირ­ველ დღეს შა­ტილ­ში დავ­რჩით ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­ო­რე დღეს კი სა­ლო­ცავ­ში გა­და­ვე­დით.

მო­ვი­ლო­ცეთ და უკან რომ მოვტრი­ალ­დით, ბერ­დი­ას უთ­ქვამს სო­ფოს­თვის, გული ვერ მაქვს კარ­გა­დო. არ ვიცი, გული აწუ­ხებ­და თუ ნა­ბა­ხუ­სე­ვი იყო. უკვე რთუ­ლი გზი­დან ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვით და სწო­რი გზა იწყე­ბო­და.

სო­ფოს შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, დავ­ჯდე­ბი სა­ჭეს­თან, თუ გინ­დაო, მაგ­რამ ბერ­დი­ას უთ­ქვამს, არა, გე­ხუმ­რეო და გზა გა­აგ­რძე­ლა. ცოტა ხან­ში თავი უკან გა­და­ვარ­დნია. გუ­ლის მხა­რე გა­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვა მი­ი­ღო“, – იხ­სე­ნებს და­ი­ა­უ­რი.

მისი თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და და მდი­ნა­რე­ში ზურ­გზე და­ე­ცა. გელა და­ი­ა­უ­რი იხ­სე­ნებს, რომ ავა­რი­ის შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა უკი­დუ­რე­სად გა­უ­ჭირ­და.

“თორ­ნი­კემ მი­თხრა, ბავ­შვე­ბი და­ი­ძა­ხე და წინ გა­დახ­ტიო, მაგ­რამ ეს არ მახ­სოვს. შემ­დეგ მახ­სოვს, რომ ვიხ­რჩო­ბო­დი. მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში ზურ­გზე და­ე­ცა. უკან სხვა მან­ქა­ნე­ბიც მოგ­ვყვე­ბო­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა ნა­წი­ლი ჩა­უმტვრი­ეს, რომ იქი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნეთ. თო­რემ, ვინც გა­დავ­რჩით, ისი­ნიც ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დით.

ერთი რამ მახ­სოვს: ბავ­შვის მოშ­ვე­ბუ­ლი ხელი და­ვი­ჭი­რე ხელ­ში და ვი­ფიქ­რე, არ და­ვახ­რჩო-მეთ­ქი, შემ­დეგ კი ხელი გა­ვუშ­ვი. თვი­თონ წყლი­დან ამოს­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ფეხი გა­ჭე­დი­ლი მქონ­და“, – იხ­სე­ნებს ის.

გელა და­ი­ა­უ­რის თქმით, ეგო­ნა, მან­ქა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რომ იქი­დან მის გა­მოყ­ვა­ნას ერთი სა­ა­თი დას­ჭირ­და. თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მდი­ნა­რე­ში იპო­ვეს.