ბექა ყორშია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
”ალბათ, 14 წლის ვიქნებოდი, როდესაც თუ არ ვცდები “არილში” წავიკითხე ლექსი სახელად “კეროლაინი – დედა აფრიკა – ჩემი უგანდელი მეგობრის, კეროლაინ ლამუოკას ხსოვნას”.
იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ვერ ვხვდებოდი, სად წამეღო ეს ემოცია. ამასთან – დიდი სიახლეც აღმოვაჩინე – თურმე კარგი ლექსი ასეთიც შეიძლება იყოს – თავისუფალი და ურითმო. ავტორი მაშინვე მოვძებნე Facebook-ზე და მადლიერების უზარმაზარი წერილი მივწერე.
ასე გავიცანით ერთმანეთი მე და ჩემმა საყვარელმა პოეტმა და მთარგმნელმა, ლელა სამნიაშვილმა. სულ ერთხელ შევხვდით წიგნის ფესტივალზე და ისე ჩავეხუტე, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს. ერთმანეთს შევპირდით, რომ კიდევ აუცილებლად შევხვდებოდით.
დღეს, სულ რამდენიმე საათის წინ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, მკითხველებს”
