“ნანის შვილობით დაკომპლექსებული არ ვარ…ესეც ჩემმა ასაკმა მომიტანა”

29

მომღერალი ეკა მამალაძე აჭარის მაუწყებლის ეთერში გულახდილად საუბრობს ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის შვილობაზე და იმ ემოციურ გზაზე, რომელიც წლების განმავლობაში გამოიარა.

მისი თქმით, დღეს ამ სტატუსს სრულიად სხვა, ბევრად ჯანსაღი კუთხით უყურებს და ამაში საკუთარი ასაკისა და გამოცდილების როლსაც აღნიშნავს.

“სულ არ არის სირცხვილი, რომ თქვა – ნანის შვილი ვარ. ადრე მქონდა განცდა, რომ ვაიმე, ახლა ნანის შვილი ვარ და ისე ხომ რა… არ ვიცი, ეს ბედნიერება არ არის? ამ კუთხით რომ შევხედე – ნატალია მყავს, ნანი მყავს და ისეთი ამბიცია მაქვს, რომ მათზე უკეთესი მინდა ვიყო? არ ვიცი, ეს რაღაც ბედნიერებაა და როცა ამას ასე ჯანსაღად უყურებ, უკვე კარგია. რა თქმა უნდა, ახლა რომ ვთქვა, დაკომპლექსებული ვარ-მეთქი – ნამდვილად არ ვარ. ესეც ჩემმა ასაკმა მომიტანა,” – ამბობს ეკა.