„15 წლის შემდეგ მოვაწერეთ ხელი განქორწინებას“ – კრისტი ყიფშიძე გიორგი ყიფშიძესთან ოფიციალურ დაშორებაზე

23

დედა-შვილი, კრისტი და ნატალია ყიფშიძეები პოდკასტ „მისმინეს“ სტუმრები იყვნენ. გადაცემაში კრისტიმ სხვა თემებთან ერთად ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ის და მსახიობი გიორგი ყიფშიძე ოფიციალურად განქორწინდნენ.

„2004-ში დავშორდით და გადავედი დედაჩემის სახლში, 2019 წელს განვქორწინდით ოფიციალურად, 15 წლის მერე. გჯერათ? მახსენდებოდა, ვურეკავდი, გიორგის არასდროს ეცალა ამისთვის, ხან გადაღებაზე იყო, ხან – რეპეტიციაზე. მახსოვს, ბალიზე გავემგზავრე. მოგზაურობიდან რომ ვბრუნდები, სულ სიახლე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში. იქ მქონდა შეგრძნება, რომ როგორც კი ჩამოვიდოდი, ხელი უნდა გაგვეწერა.რომ ჩამოვედი, გიორგის დავურეკე, სადაც ხარ, იქ მოგაკითხავ-მეთქი. შევედით იუსტიციის სახლში, ხელი მოვაწერეთ, ფული გადავიხადეთ და გამოვედით. ეს იყო მაისის დასაწყისში, 17 მაისს მივაკითხე დოკუმენტს. 17 ოქტომბერს გვქონდა ქორწილი და 17 მაისს მივიღე განქორწინების ფურცელი…“ – ამბობს კრისტი ყიფშიძე.