81 წლის პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა – „ერთი არ წამოუხველებია…“

293

ნათია მანია სოციალურ ქსელში წერს, რომ მამამისი, გვანჯი მანია, რომელიც 81 წლისაა, კოვიდინფექციისგან ისე გამოჯანმრთელდა, რომ ერთხელაც არ წამოუხველებია.

„მამა გამოწერეს კოვიდკლინიკიდან.

ჰქონდა მაღალი დ დიმერი (ანუ თრომბისკენ მიდრეკილება), ფილტვების ანთება და ასაკი – 81 წელი.

უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა.

ისე გაიარა მთელი ავადმყოფობა, ერთი არ წამოუხველებია.

გვარიანად დაჩხვლეტილი ვარო, კი შემომჩივლა.

აღარ აქვს სიცხე და არანაირი სიმპტომი. ახლა გზაშია. ველოდებით…“