Bau International Hospital წერს 96 წლის ქალბატონის შესახებ, რომელმაც მათ კლინიკაში კოვიდინფექცია დაამარცხა.
გთავაზობთ პოსტს:
„გაიცანით ჩვენი გმირი ბებო – მუნთეა გობაძე.
96 წლის ქალბატონი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა❗️
მუნთეა ბებო #ბაუ #საერთაშორისო #ჰოსპიტალის კოვიდ ცენტრში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით – სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე თანმდევი დაავადებები :გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი.
ჩვენი მედიკოსების დამხარებით ,უხუცესმა ქალბატონმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა.
ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბებოს“.