ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ ამავე სოციალურ ქსელში შექმნილია სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდეი, რომლითაც ვრცელდება ცრუ ინფორმაცია.
„სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით, ე.წ. ტროლები ორგანიზებულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე პოსტზე განთავსებულია კონკრეტული ყალბი გვერდების ფოტოებიც. როგორც ჩანს, ყალბი გვერდის შემქმნელები კორონავირუსით ინფიცირებულებს ფულის მოგებას სთავაზობენ.