„მორალის კითხვას მორჩით ის ადამიანები, ვინც მთელი ზაფხული იგრიალეთ ზღვაზე და არც ერთი კონცერტი არ გამოტოვეთ“

312

ელენე ხოშტარია აქტიური მხარდამჭერი, ნინო ორდენიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა მორალს კითხულობენ ის ადამიანები, ვინც ზღვაზე არც ერთი კონცერტი არ გამოტოვა ზაფხულში და პირბადის გაკეთება არ სურდა.

„ახლა კარგად მომისმინეთ)) მთელი ზაფხული რომ იგრიალეთ ზღვაზე, არ გამოტოვეთ არც ერთი კონცერტი, ახლა ის ადამიანები აქ მორალის კითხვას თუ მორჩებით, ძაან კარგს იზამთ❤

როცა არჩევნები გააყალბეს და ახალი დავალება გასცეს, ახლა შეგეშინდათ კორონასი?ახლა კარგია პირბადის ტარება ღია სივრცეში?)) ახლა აღარ დასცინით ხალხს, პირბადის გაკეთებისკენ ვინც მოგიწოდებდათ?)) ახლა აღარ ვართ ჩვენ პანიკიორები?)) ძაან სასაცილოები ხართ, მაგას ჯობია, ისევ საცხები და შამპუნები არეკლამოთ, დამიჯერეთ, ეგ უფრო კარგად გამოგდით.

რაც შეეხება აქციებს,ეს აქციები თქვენმა საყვარელმა მთავრობამ გამოიწვია, იმიტომ, რომ არჩევნები გააყალბა! და ეს ადამიანები თავის ხმებს იცავენ! კი, კი, იცავენ თავის ხმებს, სატრაშუნოდ და საგრიალოთ არ არიან გამოსულები ქუჩაში! რა არის პანდემია და კოვიდ-19, მაგის ახსნა არავის სჭირდება! ყველამ იცის! და იცავენ უსაფრთხოების წესებსაც და თავის ხმებსაც! ამიტომ დამშვიდდით და ნუ ღელავთ. პროფილზე რომ გეწერათ, შეწყდეს კომენდატის საათიო)))) და აბულინგებდით პაატა იმნაძეს, იმ ხალხისგან დღეს აქციის მონაწილეებზე ისტერიკები ძაან უხერხულია))) და ბოლოს ყველას მინდა ვთხოვო, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და გავიკეთოთ პირბადეები.

P.S. თქვენ ეს ყველაფერი ჯანსაღი კვების რეკლამა ხო არ გგონიათ?ან ახალი ბიბი კრემის“.