“იმათ ვწერ გასამხნევებლად, ვისაც ახლა კორონა აქვს ან დაემართება”

386

„რისკ ჯგუფის პაციენტმა, ორმა 80 წლის მოხუცმა, ერთმა ცალი თირკმლით დიალეზზე მყოფმა, მეორემ ასთმიანმა და მუდმივად მაღალი წნევის მატარებელმა გადაიტანა კორონა და სახლში არიან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ადვოკატი ზვიად კორძაძე წერს.

„დამთავრდა, ალბათ ყველაზე დაძაბული სამი კვირა. დღეს დედაც გამოწერეს საავადმყოფოდან და სამივე, მამაც, დედაც და ძმაც სახლში არიან. სამი კვირა, როცა სამ სხვადასხვა საავადმყოფოდან ყველა ზარი, სანამ ვუპასუხებდი, უცნაურ შიშს იწვევდა.

ამ პოსტს მარტო იმიტომ არ ვწერ, რომ მადლობა გითხრათ ყველას. ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე ამ დღეებში, გამხნევების მოკითხვის, გვერდში დგომის. უფრო მეტად იმათ ვწერ გასამხნევებლად ვისაც ახლა კორონა აქვს ან დაემართება. რისკ ჯგუფის პაციენტმა, ორმა 80 წლის მოხუცმა, ერთმა ცალი თირკმლით დიალეზზე მყოფმა, მეორემ ასთმიანმა და მუდმივად მაღალი წნევის მატარებელმა გადაიტანა კორონა და სახლში არიან.

მართალია ეს პირველი ეტაპია და შედეგების აღმოფხვრას კიდევ დრო სჭირდება, მაგრამ ყველაზე საშიში ეტაპი გავიარეთ. უდიდესი მადლობა ექიმებს, რომლებიც იბრძვიან ამ ბრძოლის წინა ხაზზე და სიცოცხლეს უნარჩუნებენ ჩვენ ახლობელ ადამიანებს“, – წერს ზვიად კორძაძე.