“სისუსტე, ხველა, ყელში წვა და ნერწყვის ყლაპვისას ჩხვლეტა მაქვს”

402

კოვიდინიფიცირებული პედაგოგი, იოანე ჯანიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის – სიმპტომებისა და გასული დღის შესახებ წერს:

თავს კარგად ვერ ვრგძნობ ჯერ.

დისკომფორტი, სახსრების, თავის, თვალების ტივილი, უძალობა, სისუსტე, ხველა, ყელში წვა და ნერწყვის ყლაპვისას ჩხვლეტა მაქვს.
ერთადერთი, ზურგის ტკივილი ისეთი ინტენსიური და ძლიერი აღარ არის, მხოლოდ პერიოდულად მახსენებს თავს.
სიცხე 37 დან 37.5 მდე.
გუშინ მთელი დღე თავი მტკიოდა, მოთმენა მინდოდა, მაგრამ ღამე მოვითხოვე წამალი და იბუპროფენი დამალევინეს, 2 აბი, გაყუჩებისთვის.
აქამდე არ მქონია ღამით ოფლიანობა, წუხელ დამეწყო, გავილუმპე. 7-8-ჯერ მომიწია გამოცვლა, ისე ხშირად ვიოფლებოდი, მაგრამ მაღალი ტემპერატურა არ მქონდა , ამის ბრალი არ იყო.
ხვალ მიწევს საკონტროლო ანალიზების აღება და ვნახავთ, რა შედეგი იქნება, ხვალამდე იქნებ მეც ცოტა შემიმსუბუქდეს რამე“, – წერს ჯანიაშვილი