კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების შესახებ სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, ამჯერად სასწრაფოს ექიმის სიმღერა გამოაქვეყნა ექიმის დედამ.
„რა სიმშვიდეა, ქალბატონო!“… 24-საათიანი გიჟური მორიგეობიდან შინ მიმავალი ჩვენი ექიმები ასე ინარჩუნებენ „სიმშვიდეს”! გამძლეობა და შენი საქმის ასეთი თავგადადებული სიყვარული ნუ მოგიშალოს ღმერთმა, დე!!!” – ეს გახლვათ მუსიკოს მანანა იმედაძის პოსტი, რომელმაც თავისი ექიმი შვილის ნამღერი სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა.