პარტია „სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია, რომელიც ერთ დროს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო, სოციალურ ქსელში 2011 წლის 19 ნოემბერს გადაღებულ ფოტოს აზიარებს.
ფოტოს შემონახული აქვს მისი, ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის შეხვედრის კადრი.
„ფბ-არქივმა 9 წლის წინ დადებული ფოტო ამომიგდო დღეს… საინტერესო ისტორია აქვს ამ ფოტოს…. 2011 წლის 19 ნოემბერი. პირველი საჯარო შეხვედრის ფოტოა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვიდან, საქართველოს პატრიარქთან…. არასოდეს მისაუბრია ამაზე საჯაროდ…. დიდი ხანი ვამზადებდი ამ შეხვედრას… რა საინტერესოა, ისტორიას რომ დროში დაშორდები – როგორ სხვაგვარად ჩანს რეალობა!
ოდესმე ეს ისტორიაც რეალურად დაიწერება….
რაც არ იცვლება ესაა ჩვენი პატრიარქის განუმეორებელი გონიერება, სიბრძნე და უკიდეგანო სიყვარული“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.