91 წლის საჩხერელმა ბაბუმ კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან ცეკვა-ცეკვით წავიდა

483

დღეს 20 ნოემბერს, საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსისგან განკურნებული 91 წლის პაციენტი გაეწერა. 

რამდენადაც ცნობილია, კოვიდისგან განკურნებული ვაჟიკო ჯალაღონია საჩხერეში ზუგდიდის კლინიკიდან გადაიყვენეს.

„დიახ, ეს ბატონი ვაჟიკო ჯალაღონიაა. 91 წლის, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს ზუგდიდიდან დადასტურებული კორონა ვირუსით. მკურნალობის კურსს ინფექციურ განყოფილებაში გადიოდა. მან დღეს სრულიად გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა, თავის შვილიშვილთან ერთად.

უსაყვარლესი ბაბუ უსაზღვროდ მადლიერია საჩხერის სამედიცინო ცენტრის და ინფექციურ განყოფილებაში მომუშავე, მედპერსონალის, ექთნების, ექიმების და სანიტრების. მართლაც, რომ ბადალი არ ჰყავს საჩხერის სამედიცინო ცენტრის კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ გუნდს. მეც ერთ-ერთი აქ მყოფი პაციენტი ვარ და ვხედავ მათ უდიდეს შრომას, რომელიც ფასდაუდებელია. უდიდესი სიყვარული და პატივისცემა თქვენ ჩვენგან”, – წერს სოციალურ ქსელში თიკო ჭიღლაძე.