“რა არის ეს წამდაუწუმ შუბლზე მოშვერა… რა სკრინინგებით გვაშინებთ” – “სამეფო არხის” ცნობილი ტელეწამყვანის მიმართვა
“სამეფო არხის” გადაცემებიდან ამოჭრილმა ფრაგმენტებმა სოციალურ ქსელში ისევ დაიბრუნა პოპულარობა.
ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა არხის ერთ-ერთი მთავარი სახის – დავით გიორგობიანის მიმართვა, რომელშიც თერმოსკრინინგთან დაკავშირებით მისი სკეპტიკური მოსაზრებები ისმის.
“რა არის ეს, ყველგან სიცხეს რომ გვიზომავთ კაცო. ამაზე იტყვიან ხოლმე, არ გეწყინოთ, “მართლა სიცხე ხომ არ გაქვთო?!”. რა რიცხეებს გვიზომავთ, “თერმოსკრინინგი”. ტემპერატურის გასინჯვა, ან რაღაც ქართული სიტყვები მაინც დაუძახეთ, რომ გავერკვეთ. რა სკრინინგებით გვაშინებთ. რა არის ეს წამდაუწუმ შუბლზე მოშვერა და გინდაც მაჯაზე იყოს, რა მნიშვნელობა აქვს… რაღაცას თამაშობთ, რა. მე თუ სიცხე მაქვს სახლში გავისინჯავ და საერთოდ არ გამოვალ იმ დღეს, თუ კი შემეშინდება, რომ ვინმეს რამე არ დავმართო”, – აცხადებს დავით (ედიშერ) გიორგობიანი.
ცნობისათვის, თერმოსკრინინგს პანდემიის პერიოდში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, რადგან დადასტურებულია, რომ ტემპერატურა კორონავირუსის ამოცნობაში ერთ-ერთი პირველი უმნიშვნელოვანესი სიმპტომია.