ექიმი სოფიო ბერიძე მიმართვას ავრცელებს

536

ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ძვირფასო თანამოქალაქეებო!

ვხედავთ და საამაყოა, რომ ამ ფორსმაჟორულ გარემოებაში, უამრავმა ადამიანმა შეძლო ერთმანეთისთვის დახმარების გაწევა, ნუგეში და თანადგომა!

ვხედავთ, რომ დღეს ეს მუშაობს ყველაზე გამართულად და ეფექტურად!

ჩვენ ეს შეგვძლებია!

და თუ ოდესმე გიფიქრიათ ექსტრემალურ გარემოებებზე, დღეს – ზუსტად ეს დროა!

თუ ოდესმე, ბავშვობაში გიფიქრიათ გმირობაზე – დღეს ზუსტად ეს დროა!

თუ გინდათ რომ მომავალში შვილებისთვის მოსაყოლი გქონდეთ , როგორ გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე – დღეს ზუსტად ეს დროა!

მჯერა, ჩვენი შემართებით, ერთმანეთზე ზრუნვის განსაკუთრებული უნარით – დავძლევთ ამ გამოწვევას და ეს გახდება საუკეთესო მომავლის გაკვეთილი – ადამიანის სიცოცხლის ღირებულების უკეთ აღასაქმელად და დასაფასებლად!

ჩვენ გავდივართ პლატოზე!

ნაკლები ზიანია ჩვენი მიზანი!

ყველაფერი კარგად იქნება!” – წერს სოფიო ბერიძე.