“ვერ სუნთქავს. სასწრაფოში ეუბნებიან, რომ არ იციან, საერთოდ როდის შეძლებენ მისვლას”

1,799

ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში მისი მეგობრის მეზობელზე ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ მას სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება.

“ასეთი ვითარებაა ! გთხოვთ, გააზიაროთ. იქნებ ასე მაინც მივიდეს ადრესატებამდე. ადამიანს სატურაცია აქვს – 87. 84-ზეც კი ჩამოვიდა. ზოგადად, 90-ს ქვემოთ არის საგანგაშო. ვერ სუნთქავს. უმძიმესი მდგომარეობა აქვს.

კოვიდინფიცირებულის კონტაქტია. ტესტი არა აქვს გაკეთებული. სასწრაფოში ეუბნებიან, რომ არ იციან, საერთოდ როდის შეძლებენ მისვლას.

ამასობაში ადამიანი კვდება. ჩემი მეგობრის მეზობელია.
საკონტაქტო – ნინო კვიჟინაძე. 555 644 602.”- წერს ვახო სანაია.