„ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ, თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით?”
ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“განადგურებული ადამიანების ნუგეშისცემას, ფინანსურად ხელის გამართვას, ტერორიზმის რომანტიზებად მოიხსენიებენ. მოხუცი ქალისა და ბავშვისთვის, რომლებიც მარტო აღმოჩნდნენ მყვლეფი და უგულვებელმყოფი სისტემის წინაშე, დახმარების უფლება არავის აქვს. ისინი მარტო უნდა დარჩნენ, საკუთარი სიღარიბისა და ტრაგედიის ამარა. ეს მათ საბოლოოდ გაწირვას ნიშნავს, არსებული სტრუქტურისთვის მიგდებას, რომელიც საბოლოოდ მოინელებს მას. ეს არის მათი ლოგიკა: ღარიბები და დაჩაგრულები უნდა ბედის ანაბარა უნდა მივატოვოთ, მათი სისუსტე მათივე ბრალია. ეს პირველყოფილი ინსტინქტი დასაჯო ყველა ვინც ნათესაურ კავშირშია იმასთან ვინც დადგენილი წესრიგი აამღვრია, მარტივი გასაშიფრია. მისი მთელი ოჯახი მოკვეთო, ხოლო სხვებს აუკრძალო მათი დახმარება – ეს მიდგომა ყველას გვაფიქრებინებს, რომ მის ავტორებსმის იდეოლოგიას საფუძვლად უდევს ფიქრი მხოლოდ პირად თავისუფლებაზე, პირად კეთილდღეობაზე, პირად სიამოვნებაზე. აი, ასეთ დეჰუმანიზაციამდე მივედით, ეგოიზმის გაღმერთებით.
ბევრ ადამიანს სურს დაეხმაროს მოხუცს და პატარას, ან შესაძლოა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევს თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას, მაგრამ ანგარიშის ნომრის გაზიარების, ინფორმაციის გავრცელებით სურს წვლილის შეტანა, თუმცა ისინი არსებული მორალური წნეხის გამო თავს იკავებენ. ასეთ დროს თითოეული ადამიანი უნდა ვიქცეთ ერთმანეთის წამახალისებლად და დავანახოთ ერთმანეთს რომ მარტო არ არიან თანამოქალაქის მხარდაჭერაში.
თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით? ამიტომ, გთხოვთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ გადაურიცხეთ თანხა ამ ადამიანებს, ვისაც არა – ინფორმაცია გაავრცელეთ.
თუ მოხუცების და ბავშვების დახმარებისთვის ტერორიზმის მხარდამჭერად მოგვიხსენ – დაე ასე იყოს.
————————–
ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ და შემოსვლა ვისაც გინდათ, ასე შეგიძლიათ (საქართველოს ბანკი და ფეიფალი დაემატა):
TBC
ა/ნ: GE29TB7952245061100087
მიმღები: ვერულაშვილი თათია
BOG
ა/ნ GE73BG0000000365990487
მიმღები: ჟორჟოლიანი დავით
Paypal : dato.jorjoliani@gmail.com
უცხოეთიდან ვინც რიცხავთ:
Beneficiary: ZHORZHOLIANI DAVIT
Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
GBP: Citibank N.A., London, UK; SWIFT: CITIGB2L
USD: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33
EUR: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF“