სამართალდამცავმა იშვილა 4 წლის გოგონა, რომელიც ფიზიკური ძალადობისგან გადაარჩინა

488

კეთილი ადამიანები არსებობენ – არიზონაში, პოლიციელმა პატარა გოგონა გადაარჩინა და შემდგომ ის იშვილა კიდეც. ბრაიან ზექი და მისი მეუღლე სირა, 4 წლის კაილის მშობლები გახდნენ.

2018 წელს მომხდარი შემთხვევისას, სერჟანტი ზექი და მისი ოფიცერი ძალადობის ადგილზე გამოიძახეს, მსხვერპლი პატარა გოგონა იყო, რომელიც პოლიციელებმა გადაარჩინეს. ზექი მთელი ღამის განმავლობაში არ მოსცილებია პატარას და მის დამშვიდებას ცდილობდა.

ზექი და მისი მეუღლე ორ შვილს ზრდიან, შემთხვევის შემდეგ შინ დაბრუნებულმა სამართალდამცავმა ცოლს განუცხადა, რომ სურდა გოგონა შინ მიეყვანა და მისთვის თავშესაფარი მიეცა.

კაილას იმ დროისათვის ფიზიკური ძალადობის გამო სხეულზე მრავალი დაზიანება ჰქონდა და შესაბამის მკურნალობის კურსს გადიოდა. კაილას ყოფილი მეურვეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

შეფარებიდან 30 თვის შემდეგ კი კაილა ოჯახის კანონიერი წევრი ოფიციალურად გახდა.