ცნობილი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია საქართველოში ცხოვრებასა და თინეიჯერობის ასაკზე სხვადასხვა გამოცემასთან ხშირად საუბრობს.
როგორც მისი სოცქსელიდან ირკვევა, საქართველოში ცხოვრების დროს სტატიებს თარგმნიდა და ერთხელ პარლამენტშიც კი იყო გასაუბრებაზე.
“თბილისში კორესპონდენტად ვმუშაობდი. ისეთი ადამიანი სჭირდებოდათ, ვინც ინგლისური იცოდა. Reuters-იდან ვთარგმნიდი ახალ ამბებს. 2 თვით ადრე, სანამ თბილისს დავტოვებდი, პარლამენტშიც ვიყავი გასაუბრებაზე”, – აცხადებს დემნა გვასალია.
დემნა გვასალია ,Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და ,Vetements-ის დამფუძნებელია.