“იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ მათი სექტის გარდა, ამას არავინ აკენკავს”

1,476

მესმის, რომ პოლიტიკური შტურმია, – ამის შესახებ  „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია ფეისბუქში წერს.

ამ დენდროლოგიურით ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმებს ძაან მოუხშირეს. რომ იცოდეთ, პარკია, პარკი! ისეთივე, როგორიც ვაკის პარკი, მუშტაიდი ან კიკვიძის… არც ერთ ეტაპზე არ დაკეტილა არც ერთი პარკი და თავისუფლად სეირნობდნენ როგორც ლისზე და კუს ტბაზე, ისე სხვა დანარჩენ პარკებში. ეს დენდროლოგიური გადახურული კი არაა.

მესმის, რომ პოლიტიკური შტურმია და მაგიტომაც იმეორებენ საარჩევნოდ ბიოტერაქების ავტორები. უბრალოდ, იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ მათი სექტის გარდა, ამას არავინ აკენკავს.

უბრალოდ ვიცით, პარკები როგორ გამოიყურება და რატომ გვთვლიან ასეთ სულელებად, ვერ ვხდები. ჯამი ჭურჭელია, პარკი-პარკია, ვაკისაც, ზოოპარკიც და დენდროპარკიც”, – წერს დაჩი ცაგურია.