გზავნილი სვანეთიდან – სოფელ ლენჯერის მოსახლეობამ გაჭირვებული ოჯახებისთვის კარტოფილი გამოგზავნა

258

სოფელ ლენჯერის მოსახლეობამ თბილისში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახებისთვის კარტოფილი გამოგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გზავნილს სვანეთიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუქ მომხმარებლების მხრიდან უამრავი მადლიერების კომენტარი დაიწერა.

“გამარჯობა მეგობრებო, ზემო სვანეთის სოფელ ლენჯერის მოსახლეობამ გადაწყვიტა, მათ მიერ სოფელში მოყვანილი სვანური ბიო კარტოფილი, გამოეგზავნათ თბილისში, იმ ოჯახებისათვის, ვისაც დღევანდელ დღეს უჭირს. კარტოფილი უკვე თბილისშია, დავაფასოვეთ 5 კილოგრამიან ტომრებში. დაახლოებით 700 კილო კარტოფილიდან ნახევარი გადავეცით ოქრო კაცს გიგა მაქარაშვილს, რომელიც ამ კარტოფილს გაუგზავნის ათეულობით ოჯახს.

მეორე ნაწილი კი, გვაქვს ჩვენ და ასევე გვინდა დავურიგოთ ოჯახებს. ამიტომ ხვალ, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მობრძანდეს ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე #12 ში (კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის# მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერში) 12:00 საათიდან და იქიდან წაიღოს.

მადლობა სოფელ ლენჯერის მოსახლეობას და თითოეულ მონაწილეს, ვინც ამ კეთილ საქმეში წვლილი შეიტანა

ხოჩამ დულარიდ”,-წერს სანდრო მერლანი ფეისბუქში.