“გოგოს ბავშვი კინაღამ გაუვარდა მუცლიდან ისე შეხტა. ამის ბეყე ქმარი კიდევ მე მიყურებდა”

439

მომღერალი მიშო სულუხია, თბილისში  დღეს მომხდარ ამბავს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„დღეს ორ 14-15 წლის ბიჭს ვეჩხუბე საქართველოს ბანკთან.

– ორსულ გოგოს ფეხებთან ასაფეთქებელი აუფეთქეს. თან იმხელა, რომ თავი ღაზას სექტორში მეგონა უცებ. კი ვერ დაინახეს ორსულად რომ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხალხი ხომ დგას. იქვე მოხუცებიც…

– ერთი მხრივ კი გამოვიჭირე ჩემი თავი, როგორც მკაცრი ბიძია ბავშვებს რომ ტუქსავს და გავიაზრე ჩემი თავი ბავშვობაში, მაგრამ ამ გოგოს ბავშვი კინაღამ გაუვარდა მუცლიდან ისე შეხტა. ამის ბეყე ქმარი კიდევ მე მიყურებდა და კმაყოფილებისგან კვნესოდა, მის მაგივრად მე რომ ვლაპარაკობდი.

მერე გამახსენდა, რომ ეზოში რომ შემოვდივარ მოტოციკლით და 20 ბავშვი მხვდება, ოცივე უნდა გავასეირნო, სათითაოდ ეზოს წრე დავარტყმევინო და მოვიყვანო. ეს ჩემი მეორე სამსახურია საღამოობით. მათ შორის არიან ჩემი ნათლულებიც და სხვათაშორის არაფრით პრივილეგირებულნი სხვა ბავშვებისგან. ამიტომ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მივხვდი რომ სულაც არ ვარ ცუდი ძია, პირიქით…

– და ის ორი ნძ…ლა შეწითლებული სახეებით შემომეცალნენ, თორემ ვხურდებოდი უკვე…“ – წერს მიშო სულუხია.