“დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი…” – რვაწლიანი ქორწინების შემდეგ ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი შვილს ელოდებიან

325

ნუცა ქავ­თა­რა­ძე და აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი შვილს ელოდებიან. ნუცას ეკრანიდან გაქრობის მიზეზიც სწორედ მისი ორსულობა გახდა

ცოლ-ქმა­რი სხვა­დას­ხვა არხზე მუ­შა­ობს და მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის დი­დია. ახა­ლი სე­ზო­ნი­დან ნუცა “იმე­დის” დი­ლის ეთე­რი­დან გაქ­რა. გავ­რცელ­და ჭორი, წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე ამ­ბობ­დნენ, რომ ნუ­ცაც “რუს­თა­ვი 2”-ზე გა­და­ვი­და, თუმ­ცა არ­ცერ­თი ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­და.

“იმე­დის” ეთერ­ში ნუ­ცამ აღი­ა­რა, რომ მისი ტე­ლე­ე­თე­რი­დან გაქ­რო­ბის მი­ზე­ზი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვია – ის ორ­სუ­ლა­დაა და ბავ­შვს ელო­დე­ბა.

“ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბი და ვე­ცა­დე იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ყვე­ლა­ფე­რის­გან. ბავ­შვი თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, მარ­ტის და­სა­წყის­ში და­ი­ბა­დე­ბა, ბიჭს ვე­ლო­დე­ბით. სა­ხე­ლი უკვე შე­ვარ­ჩი­ეთ, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ვორ­ჭო­ფობთ.

თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ ჩემ შვილს უნდა ერ­ქვას სანი, ალექ­სან­დრე… ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, იცით, რო­გო­რი აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, სკო­ლა­ში თხა­საც კი მე­ძახ­დნენ. ბოლო შვი­დი თვეა ძა­ლი­ან და­დინ­ჯე­ბუ­ლი ვარ. მაგ­რამ ისე­დაც არ მი­ჭირ­და ტი­რი­ლი და ახლა დღე­ში სამ­ჯერ უმი­ზე­ზოდ ვტი­რი…”