“ბოდიში უნდა მოვუხადოთ ხალხს, მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?!”

426

სოციალურ ქსელში დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგების ფრაგმენტი ვრცელდება.

‘ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა, მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?! მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით?! როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ სისულელეებს რომ ვასწავლიდით.”