„ვოლტის“ კურიერსა და მომხმარებლს შორის კონფლიქტის შესახებ ცნობილი ამბავი აქტუალობას არ კარგავს.
შეკვეთის მიმღები ადა ლომთაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ დღესაც ზუსტად ასე ეცვა, ამან კი კურიერის „აღგზნება“ გამოიწვია.
„ეს არის ის სამოსი, რომელმაც „ვოლტერის აღგზნებადობა“ გამოიწვია და შემდეგ მოწოდება დაიმსახურა „თუ შიშველი ბრძანდებით და კურიერს ელოდებით, ხალათი მაინც შემოიცვითო“,- წერს ადა ლომთაძე.
შეგახსენებთ, შემკვეთი ადა ლომთაძე კომპანია “ვოლტის” თანამშრომლის კომპლიმენტმა გააღიზიანა და სამსახურეობრივი მოვალეობისას უფლების გადაჭარბებისთვის სამსახურის დაკარგვით დაემუქრა.