მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ქეითსა და უილიამს საჩუქრები გაუგზავნეს

361

მიუხედავად იმისა, რომ სასექსელი და კემბრიჯელი დიდებულების დაპირისპირების შესახებ, ბოლო წელია განსაკუთრებულად ხშირად იწერება, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ისე ცუდად ნამდვილად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ძმებსა და რძლებს შორის არსებული დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ ის ფაქტიც კმარა, რომ როგორც People-ის გამოცემა წერს, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უილიამსა და მის ოჯახს საჩუქრები კალიფორნიიდან უკვე გაუგზავნეს.

უცნობია, თუ რით გაანებივრეს ქეითი და უილიამი, თუმცა ფაქტია რომ ისინი საჩუქრებს ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე გახსნიან.