“გაოგნებული ვარ სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომით”

330

გუშინს მერე რაც დავწერე რომ ვერ ვიგებ ბებიაჩემის მდგომარეობას, ხალხი რეკავს ინგოროყვაში და ბებიაჩემის ლილი გელაშვილის ამბავს კითხულობენ და მერე მე მწერენ მდგომარეობას, გაოგნებული ვარ სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომით, – ამის შესახებ მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“არ მინდა სქრინების დადება მაგრამ გაოგნებული ვარ სრულიად უცხო ადამიანების გვერდით დგომით.
ნადვილად აღარ მეგონა თუ ადამიანებს კიდევ შეეძლოთ ასეთი თანაგრძნობა!
გუშინს მერე რაც დავწერე რომ ვერ ვიგებ ბებიაჩემის მდგომარეობას ხალხი რეკავს ინგოროყვაში და ბებიაჩემის ლილი გელაშვილის ამბავს კითხულობენ და მერე მე მწერენ მდგომარეობას.

გუშინ გვიან ჯანდაცვიდანაც დაურეკავთ.
სრულიად უცხო ადამიანები მწერენ რომ დღეს ეს ექიმია რეანიმაციაში მაძლევენ ნომერს.
ხვალინდელი მორიგე ექიმის ნომერსაც მწერენ.
დღეს საავადმყოფოდან დამირეკეს ნუ გეშინიათ კარგად ვუვლით ნუ ააწიოკეთ მთელი ქვეყანაო ნუ იუმორით მითხრეს მაგრამ მე მართლა ამიწიოკებია ინგოროყვა.
მადლობა ხალხნო ეს ჩემთვის წარმოუდგენელ პატივისცემას და სიყვარულს ნიშნავს.
ეხლა კი ვხვდვები რომ ძალა უნდა მოვიკრიბო რომ არ დავკარგო თქვენნაირი უცნობი ხალხი რომელიც თურმე ბევრ ახლობელს ჯობია.
მე ჩემებურად შევეცდები გადავიხადო მორალური ვალი თქვენს წინაშე”, – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.