ამ დილით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვხვდი, სადაც ათასობით ნაძვის ხე არის გამოტანილი გასაყიდად, – ამის შესახებ ჟურნალისტი თეიმურაზ კვირკველია სოციალურ ქსელში წერს.
“შეიძლება ასაკობრივ მარაზმში ვარ.
შეიძლება უარესიც დამემართა;
ამ დილით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვხვდი, სადაც ათასობით ნაძვის ხე არის გამოტანილი გასაყიდად – ნახევარი მეტრიდან ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ხეები ფესვებთანაა გადაჭრილი და ჯვარედინად ფიცრებს აკრავდნენ. უმძიმესი შთაბეჭდილება დამრჩა; მეგონა უდროოდ დაღუპულთა სასაფლაოზე დავაბიჯებდი.
ვიკითხე და გავარკვიე ერთი უცნაურობაც; ფესვებმოჭრილი მეტრიანი ხე 60-70 ლარი ღირს და ასეთივე, ოღონდ ფესვებით, იქვე, იგივე გამყიდველთან -150 ლარი დამიფასეს!
ნუთუ არ შეიძლებოდა ეს ხეები ფესვებიანად გაეყიდათ და მათი ნაწილი მაინც გადაერჩინათ განადგურებას – ვინმე მადლიანი სოფლის შარაგზის პირას, ან სადმე ხრიოკში დარგავდა და სილამაზეს შემატებდა გარემოს.
მე ქალაქგარეთ ვცხოვრობ და ჩემს წინ ხრიოკში წიწვოვანებს (ფიჭვი, ნაძვი) ვამრავლებ. საშუალება რომ მქონდეს, გზის პირასაც დავრგავდი.
თუ ისე მოხდა და ვინმე მადლიანმა ქალაქელმა ფესვებიანი ხე შეიძინა, რომლისთვისაც დასარგავად ადგილი არ მოეძებნება, უმორჩილესად გთხოვთ, ნაახალწლევს დამირეკეთ და მაჩუქეთ; დავრგავ და გავახარებ!
ჩემი ტელეფონია: 5 99 76 70 43 ან 032 2 10 64 54″, – წერს თეიმურაზ კვირკველია.